პოლიტიკა
ივანიშვილი კოალიციაში არსებული დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
2012-06-22 20:22:45
ჩამოტვირთვა
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს ელჩებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა, პარტიებს შორის ჯანსაღი კონკურენცია მიმდინარეობს, რასაც მხოლოდ მიესალმება.
"მათ თავიდან შემომთავაზეს, მაჟორიტარებზე მე გამეკეთებინა არჩევანი და თავად დამთანხმდებოდნენ. მე ამაზე უარი ვთქვი და მაქსიმალურად ვცდილობ, მათ შორის კონკურენცია დარჩეს, რამეთუ ჩვენ პარლამენტში შევალთ ხმათა უმრავლესობით და არ მინდა ერთპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდეს კიდევ ერთხელ. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ალასანიას პარტიამაც და "რესპუბლიკელებმაც" თავიანთი სახე შეინარჩუნონ და იბრძოლონ საკუთარი პარტიებისთვის. ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი კონკურენცია, არავითარი ხმის აწევა და ზედმეტი არაფერი ხდება", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის.
კომენტარები