მსოფლიო
ქართველი ოლიგარქის უცნაური „პოლიტიკა“
2012-06-22 20:02:27
ჩამოტვირთვა
ოლიგარქი ივანიშვილი პოლიტიკაში მოღვაწეობას თავისი სტილით აგრძელებს; ბიზნესმენი კვლავაც არ ცნობს კანონებს, ამომრჩეველთა უკანონოდ მოსყიდვას ცდილობს, მის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოყოლილ რეაქციას კი პოლიტიკური ქულებისთვის იყენებს, ქმნის მითს, რომ ებრძვიან და რეგიონებში წარუმატებელი ვოიაჟების შემდეგ, ამჯერად ამით ცდილობს ყურადღების მიქცევასა და იმიჯის შექმნას.
ის, რომ პოლიტიკოსობის მსურველმა ოლიგარქმა კანონები არ იცის, თავისთავად ცხადია, თუმცა, „ელიტა ბურჯში“ რა პროცესები განვითარდებოდა, სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ამის მისახვედრად არც იურისტობა და არ პოლიტიკოსობა იყო აუცილებელი. თავისთავად ცხადია, რომ ოლიგარქმა კანონიერი ჯარიმა მიზანმიმართულად არ გადაიხადა, რათა ხმაური გამოეწვია. ივანიშვილის მხრიდან, ქვეყანაში კანონისა და დემოკრატიის დასუსტების მცდელობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტომ დღეს განცხადება გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას გამოეხმაურა ივანიშვილის პრესმდივანი მაია ფანჯიკიძე. ფანჯიკიძე, ტრადიციულად, არგუმენტების გარეშე საუბრობს; პრესსპიკერი არ ეთანხმება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა, ვერ ახერხებს პოზიციის არგუმენტებით დასაბუთებას.
როგორც ცნობილია, ელიტა ბურჯის“ ტერიტორიაზე „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილ ქონებას ყადაღა დაედო. ქონების აღწერა დასრულებულია. კომპანია „ელიტა ბურჯი“, მუშაობას, ამ დროისთვის, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. დაყადაღებული ანტენების ზუსტ რაოდენობას შესაბამისი სამსახური ითვლის. „გლობალ ტივის“ ოფისები სამართალდამცავებმა უკვე დატოვეს. გასაჩივრებისთვის ადვოკატებს 48 საათი აქვთ. ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში დღეს კომენტარი გაკეთდა.
„ქართული ოცნების“ პრესსპიკერი კი უკანონო ქმედებებში სახელმწიფოს ადანაშაულებს. ფანჯიკიძემ დღეს განაცხადა, რომ არგუმენტების მოყვანა არ სურს, თუმცა უამრავი არგუმენტი აქვს, იმის დამადასტურებლად რომ რაშიც „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ, ყველა ბრალდება უსაფუძვლოა. „ელიტა ბურჯში“ განვითარებულ პროცესებს აფასებენ ივანიშვილის უცნაური „პოლიტიკის წარმოებით“ გაოცებული ქართველი პოლიტიკოსები.
გარდა იმისა, რომ ივანიშვილი დაკისრებულ ჯარიმებს არ იხდის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან, ადგილი ჰქონდა საპატრულო პოლიციის
მეტროპოლიტენის სამსახურის თანამშრომლების თემით "პოლიტიკური ანგაჟირების მცდელობას". ეკა ზღულაძე აცხადებს, რომ პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფში მუდმივად, რეგულარულად მიმდინარეობს სამსახურეობრივი და გეოგრაფიული როტაციის პროცესი და არასოდეს კითხვის ნიშანი არ დასმულა.
ოლიგარქის უცნაურ მანევრირებას ფრანგული გამოცემა „ლა ფიგაროც“ ეხმაურება. ივანიშვილი – მილიარდერი, რომელსაც საქართველოს მართვა უნდა, - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ოლიგარქის სიმპატიები მოსკოვისკენაა მიმართული და ივანიშვილს საქართველოს ნატოსგან ჩამოშორება და რუსეთთან დაახლოება სურს. ფრანგულ გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ მომენტისთვის, საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, ივანიშვილი აგებს.
კომენტარები