მსოფლიო
2011 წლიდან სამართალწარმოება საქმის ელექტრონულ წარმოებაზეა გადასული, რაც ბეჭდის საჭიროებას გამორიცხავს
2012-06-21 23:17:46
ჩამოტვირთვა
“გლობალ ტივის” დირექტორის განცხადებით, ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოს განჩინება მიუვიდათ, სადაც მისი მტკიცებით, არ არის მოსამართლის ბეჭედი, შესაბამისად, იურიდიული დოკუმენტის სამართლებრივ ძალაში მას ეჭვი შეაქვს.
გლობალ ტივის დირექტორის საპასუხოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავენ, რომ 2011 წლის 5 მაისიდან სამართალწარმოება საქმის ელექტრონულ წარმოებაზეა გადასული, რაც ბეჭდის საჭიროებას გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, უწყებამ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან, პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.
კომენტარები