1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რა ხდებოდა „ელიტა ბურჯის“ ოფისთან

ჩამოტვირთვა

კომპანია "ელიტა ბურჯის" ოფისთან ამ დროისთვის ვითარება უცვლელია. შენობის შესასვლელში კვლავ მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია. ამ დრომდე შენობაში იმყოფებიან კომპანიის თანამშრომლები, ტერიტორია მხოლოდ რამოდენიმე მათგანმა დატოვა, არცერთ თანამშრომელს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. კომპანია "ელიტა ბურჯის" ტერიტორიაზე პოლიციამ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატები შეუშვა. ადგილზე მივიდნენ ქართული ოცნების აზალგაზრული ფრთის წარმომადგენლები, თუმცა კომენტარი არც მათ გაუკეთებიათ. როგორც ელიტა ბურჯის თანამშრომელმა იტვ-ისთან პირად საუბარში განაცხადა, ბ. ხმელნიცკის #41-ში მისულ პოლიციას თანამშრომელთა მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია. ელიტა ბურჯის ოფისთან იმყოფებოდნენ დეპუტატი კარლო კოპალიანი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც, ელიტა ბურჯის თანამშრომელი შენობაში შეღწევას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები