1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლაში ლიდერი ქვეყანა გახდა

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტრეფიკინგის შესახებ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველომ, შეფასების უმაღლესi კატეგორია დაიკავა. ჰილარი კლინტონმა ყოველწლიური ანგარიში კონგრესს 2012 წლის 19 ივნისს წარუდგინა. საქართველო უკვე მეხუთე წელია პირველ კალათაში ინარჩუნებს პოზიციას. შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეასახებ, იუსტიციის მინისტრი ჟურნალისტებს დეტალურად ესაუბრა. გასულ წლებთან შედარებით, ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ეს ბოლო წლების კვლევებმაც დაადასტურა. გლობალური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო ლიდერი ქვეყნების სიაშია. პირველ კალათაში მხოლოდ ის სახელმწიფოები ხვდებიან, რომლებიც ტრეფიკინგის მძიმე ფორმების აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ. მეორე და მესამე კალათაში კი ის სახელმწიფოები ხვდებიან, რომლებიც ნაწილობრივ აკმაყოფილებენ ან სრულიად ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ სატანდარტებს. საქართველო უკვე ხუთი წელია, პირველ კალათაში ადგილს ღირსეულად ინარჩუნებს. ტრეფიკინგში ბრალდებულთა ჯგუფი წელსაც დააკავეს. ისინი დასაქმების საბაბით ცდილობდნენ ქართველი ახალგაზრდა გოგონების თურქეთის რესპუბლიკაში ჩაყვანას, რეალურად კი სურდათ მათი პროსტიტუციაში ჩაბმა. დამნაშავეებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები