პოლიტიკა
„ოცნების“ წევრი ხმალაძე კალაძის კანონიერ ქურდებთან შეხვედრას არ გამორიცხავს
2012-06-21 17:25:03
ჩამოტვირთვა
„ქართული ოცნების“ წევრი ვახტანგ ხმალაძე სამტერედიის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახი კალაძის ე.წ კანონიერ ქურდებთან შესაძლო შეხვედრის ფაქტს არ გამორიცხავს. როგორც ხმალაძემ დღეს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა, პირადად მას გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა, თუმცა ქვეყანაზე გამორიცხული არაფერია.
„გამორიცხვით ბუნებაში რაც შესაძლებელია ვერაფერს გამორიცხავს კაცი. კალაძე არ მინახავს და არც სურვილი გამჩენია ამ ფაქტის შესახებ მეკითხა, მე პირადად არ მჯერა რომ ეს ასე მოხდა. შეიძლება ადამიანს აქლემობა დააბრალო, მაგრამ სულაც არ მიმაჩნია საჭიროდ ამ ადამიანმა საპირისპირო ამტკიცოს“,- განაცხადა ხმალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, კახი კალაძე გასულ კვირას მილანში 8 კრიმინალურ ავტორიტეტს შეხვდა.
ქართული ტელევიზიების ინფორმაციით, შეხვედრას ერთი კვირის წინ, ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები: ჯემალ მიქელაძე, თეიმურაზ ნემსიწვერიძე და ვლადიმერ ჯიბლაძე ესწრებოდენ.
კომენტარები