1 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოცნება + კრება = ?

ჩამოტვირთვა

„ქართული ოცნება“ სახალხო კრებასთან თანამშრომლობას აპირებს. კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, სახალხო კრების წევრებთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. იქნებიან თუ არა კურტანიძე და ჯაჭვლიანი “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები, ჯერჯერობით უცნობია. ქართულ ოცნებასთან და მის ლიდერთან თანამშრომლობისა და შეხვედრის სურვილი კრების წარმომადგენლებმა, ლუკა კურტანიძემ, სოსო ჯაჭვლიანმა, გია ბურჯანაძემ და ნონა გაფრინდაშვილმა გუშინ გამოთქვეს. სახალხო კრება მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, ქართულ ოცნებასთან კოორდინირებული მოქმედებისათვის მზად არის, თუმცა განმარტავს, რომ ეს აღმასრულებელი საბჭოს რომელიმე წევრის სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასა თუ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას არ გულისხმობს. "ქართული ოცნებისა" და "სახალხო კრების" თანამშრომლობა არ გაჰკვირვებიათ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს. მათი შეფასებით, ივანიშვილისა და ბურჯანაძის გაერთიანება, რუსეთთან კავშირზე მეტყველებს. მიუხედავად უთანხმოებისა და მრავალი ბრალდებისა, ქართული ოცნებისა და სახალხო კრების ლიდერებს შორის, ყინულმა ლღობა დაიწყო. პოლიტიკურ არენაზე ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, თუ ოლიგარქი ბურჯანაძეს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებდა და მასთან ურთიერთობას გამორიცხავდა, ახლა თანამშრომლისათვის მზად არის. ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაწყებული პოლიტიკური დიალოგის შედეგს, მათი თანამშრომლობა გამოავლენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები