პოლიტიკა
კახა კალაძის მილანური ვოიაჟი, ანუ „ქურდული“ ოცნება
2012-06-21 12:10:09
ჩამოტვირთვა
„მეოცნებე“ კახა კალაძე, ,,ქართული ოცნების’’ ოზურგეთის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 - 15 ივნისს, იტალიის ქალაქ მილანში 8 ქართველ კანონიერ ქურდს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა - ეს ის ძირითადი თემები იყო, რომლებზეც კალაძე კრიმინალურ ავტორიტეტებთან რამდენიმე საათის განმავლობაში თათბირობდა.
თეიმურაზ ნემსიწვერიძე, მეტსახელად წრიპა, ჯემალ მიქელაძე, იგივე ჯემო და ვლადიმერ ჯიბლაძე, იგივე მამულო - ეს იმ კანონიერი ქურდების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მეოცნებე კალაძის მილანურ შეხედრაზე იმყოფებოდნენ.
„ქართულ ოცნებას“ მეოცნებეს „ქურდულ“ ვოიაჟზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ჟურნალისტების კითხვებს არც უშუალოდ შეხვედრის მონაწილე კახა კალაძემ უპასუხა. ოცნებელები, როგორც ჩანს, კოლეგის მილანური ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
ჯერ ქართული ფეხბურთი ,,ააღორძინა’’, შემდეგ იტალიურ საფეხბურთო სკანდალში გაეხვა. საკუთარ კარში გოლის გატანას მიჩვეულმა კალაძემ, როგორც ჩანს, ახლა უკვე ,,თავისის გატანა’’ კანონიერ ქურდებთან გადაწყვიტა. ეს არ იკმარა და კრიმინალურ ავტორიტეტებს ბიძინას დანაბარევიც გადასცა. გეგმა კი ასეთი იყო:
თუ ქართველი კრიმინალები სხვადასხვა ქვეყანაში მობილიზებას მოახდენდნენ და „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად, ცენტრალიზებულად იმოქმედებდნენ, ოლიგარქი ივანიშვილი მათ ასეულობით მილიონ დოლარს გადაუხდიდა.
როგორც ჩანს, ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსასვლელად ისევ საბჭოთა, რუსული გზა შეარჩია, ის არ იკმარა, რომ აშენებულის დანგრევით გვემუქრება და ახლა ქვეყნის მართვის სადავეების ხელში აღება, კრიმინალურ ავტორიტეტებთან გარიგებით გადაწყვიტა. იოცნებეს თუ არა და რაზე ოცნებობდნენ კალაძე და ქურდები? ამ კითხვებს პასუხი სწორედ მაშინ გაეცემა, როდესაც ჟურნალისტებთან კომენტარს პრესსპიკერ ჩრდილელის მაგივრად, თავად შეხვედრის გმირი გააკეთებს.
კომენტარები