მსოფლიო
ივანიშვილის ჯარიმების საქმეზე სააღსრულებო წარმოება დაიწყო
2012-06-20 15:00:13
ჩამოტვირთვა
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილის ჯარიმებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი მიიღო .
"საქმესთან დაკავშირებით დღეს დაიწყო "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. აღნიშნული პროცედურა პირველ ეტაპზე ითვალისწინებს მოვალის გაფრთხილებას, 7 დღის ვადაში მოახდინოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, რომლის გასვლის შემდგომაც იწყება იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები. ასევე ბიძინა ივანიშვილს განემარტება მისი ვალდებულება და ის პროცედურები, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება მის მიმართ, მისი უფლებები და მოვალეობები",- ნათქვმია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
გადაწყვეტილებები ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ჯარიმები.
ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს.
კომენტარები