პოლიტიკა
ჰილარი კლინტონი ბათუმის შესახებ
2012-06-19 21:20:23
ჩამოტვირთვა
12 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და ისრაელის პრეზიდენტმა, შიმონ პერესმა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შესახებ, ვაშინგტონში, ბრუკინგსის უნივერსიტეტში, საჯარო დისკუსია მოაწყვეს.
ეს არის ამონარიდი ვაშნგტონში გამართული დისკუსიიდან, რომელშიც მოდერატორის ფუნქცია ბრუკინგსის ვიცე-პრეზიდენტმა, მარტინ ინდიკმა, შეითავსა.
ჰილარი კლინტონმა, სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა საქართველოში ვიზიტზეც. მან ხაზი გაუსვა ბათუმის აღმშენებლობის პროცესს და საზოგადოებას ბათუმში განთავსებული იუსტიციის სახლის შესახებ გაუზიარა შთაბეჭდილება. საქართველოზე, კერძოდ კი ბათუმზე, კლინტონის ამ განცხადებამ, უცხოური საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
„და ბოლოს მინდა დავამთავრო ამბით, რომელიც საქართველოდან გასულ კვირას ჩამოვიტანე. მე ვიყავი ბათუმში. ამ ქალაქს კარგად იცნობს ჩემი მეგობარი სრობ ტალბოტი. ბათუმი არის ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც მინი ლას-ვეგასად გარდაქმნის პროცესშია - იქ არის ბევრი კაზინო, დიდი სასტუმროები და მრავალფეროვანი კულტურული ცენტრები.
და როდესაც მე ვესაუბრებოდი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთერთ მაღალჩინოსანს, ვუთხარი: „რა მოლოდინი გაქვთ ამ ტურისტულ სეზონზე?“ მან თქვა: „ჩვენ წელს ტურისტების დიდ რაოდენობას ველოდებით“. მე ვუთხარი: „საიდან ჩამოდის ტურისტების დიდი ნაწილი?“ მან თქვა: „ჩვენ გვყავს ბევრი თურქი, რუსი და ირანელი ტურისტი, ასევე ბევრი დამსვენებელი ჩამოდის ისრაელიდან.“
და მოკლედ, ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, მე გავისეირნე ბათუმის ქუჩებში და დავათვალიერე საჯარო რეესტრის შენობა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთერთი ყველაზე კრეატიული და შთამბეჭდავი მიღწევაა, სადაც ყველა სახის მომსახურეობა ერთ შენობაშია თავმოყრილი.
ბათუმის იუსტიციის სახლში შენ შეგიძლია მიიღო ქორწინების მოწმობა, შრომის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე პასპორტი. ეს მართლაც შთამბეჭდავია. როდესაც ამ შენობას ვათვალიერებდი, გაოცებული დავრჩი თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით“.
კომენტარები