პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე : „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება არ არის
2012-06-18 13:29:11
ჩამოტვირთვა
"ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე უარყო „რესპუბლიკელებსა“ და ალასანიას გუნდს შორის დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ამ ხმებს „ქართული ოცნების“ მტრები ავრცელებენ. ფანჯიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ გურიის გუშინდელ აქციაზე დავით უსუფაშვილი იმყოფებოდა. მისი თქმით, უსუფაშვილს ცალკე ჰქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, რის გამოც აქციაზე მისვლა დააგვიანდა. დღესვე, „ოცნების“ პრესსპიკერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში თბილისის მაჟორიტარებსა და ნომერ პირველ კანდიდატს ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს. ფანჯიკიძე ივანიშვილის სასამართლო პროცესებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო ხელოვნურად ახანგრძლივენს სარჩელის განხილვის ვადებს, რათა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქის სტატუსით მონაწილეობა ვერ მიიღოს.
კომენტარები