მსოფლიო
ქართული ოცნების მიტინგს 2000-მდე აქტივისტი ესწრებოდა
2012-06-17 21:47:17
ჩამოტვირთვა
ოზურგეთში „ქართული ოცნების მიტინგს 2000 აქტივისტი ესწრებოდა. ხალხის სიმცირის გამო, უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ კოალიციის ლიდერები. „ქართული ოცნების“ წევრები, მომიტინგეთა განსაკუთრებული სიმცირე დავით ბერძენიშვილს დააბრალეს.
დავით ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილმა გურიის რეგიონის კურატორად დანიშნა, თუმცა, მიხვდა, რომ გურიაში და არა მარტო იქ, ბერძენიშვილი პოპულარობით ვერ სარგებლობდა. ამიტომ, ოლიგარქმა, დავით ბერძენიშვილი, გურიის კოორდინატორობიდან გაანთავისუფლა. ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ბერძენიშვილი, კოალიციის სახელით, ჩოხატაურის მაჟორიტარადაც ვეღარ იყრის კენჭს. აქტივისტები ძირითადად საჩხერიდან იყვნენ ჩამოყვანილები.
აქტივისტების შეკრება ბიძინა ივანიშვილის ძმას, ადიკო ივანიშვილსაც ჰქონდა დავალებული, რომელიც გურიის რეგიონში, კერძოდ კი შეკვეთილში ცხოვრობს.
კომენტარები