1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ჩამოტვირთვა

სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა . მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დარიგების გამო დაკისრებული 126 000 000 ლარიანი ჯარიმის თანხა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 63 მილიონ ლარამდე შემცირდა, რითაც ბიძინა ივანიშვილის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება 239 ავტომობილის შეღავათიან ფასებში "ქართული ოცნებისთვის" მიქირავების ბრალდების საფუძველზე დაკისრებულ 22 000 000 ლარს, სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გააუქმა და ბიძინა ივანიშვილს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე ჯარიმის თანხად 11 214 970 ლარი და 65 თეთრი დააკისრა. ასევე, ბიძინა ივანიშვილს საქმის განხილვის დროს ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯებიც დააკისრეს, რომელიც 2 000 ლარს შეადგენს. როგორც ივანიშვილის ადვოკატი, შალვა თადუმაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის და გადაწყვეტილებას სტრაზბურის სასამართლოში გაასაჩივრებს. ქართული ოცნების წარმომადგენელის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ჯარიმის განახევრების გადაწყვეტილება, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანოინში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები