პოლიტიკა
აშშ-ს დახმარება საქართველოს
2012-06-15 19:34:02
ჩამოტვირთვა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ქვეყნებს. საგანაგებო განცხადებაში ხაზგასმულია ის შეთანხმებები, რომელსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ბათუმში, მიაღწიეს.
შეთანხმების განსაკუთრებით მნშვნელოვანი ნაწილი საქართველო-ამერიკის თავდაცვის კუთხით თანაშრომლობას ეხება. ვაშინგტონი საქართველოს საჰაერო, სანაპირო დაზვერვისა და თავდაცვის სისტემის განვითარებაში დაეხმარება. ქვეყანას მოამარაგებს, სამხედრო ტექნიკით, ამას გარდა, ქართველი სამხედროები სპეციალურ გადამზადებას გაივლიან.
ჰილარი კლინტონის ბათუმში ვიზიტის დროს ასევე გადაწყდა, რომ ვაშინგტონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ნეიტრალურ დოკუმენტებს აღიარებს. რაც მოსახლეობას შტატებში მოგზაურობისა თუ სწავლის უფლებას აძლევს. ბათუმში სამუშაო შეხვედრებზე სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებიც განიხილეს. ქართველი დეპუტატები ამბობენ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რასაც ამერიკის მხრიდან უკვე აშკარად გადადგმული ნაბიჯებიც მოწმობს.
ჰილარი კლინტონი საქართველოში 5 ივნისს ჩამოვიდა. მისი თანათავმჯდომარეობით ბათუმში, ორ ქვეყანას შორის თანაშმრომლობის სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, 4 სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა მოახლოებული საპრალამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და სასამართლო რეფორმაზეც ისაუბრეს.
საუბარი შეეხებოდა ასევე, ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხსაც.
ამერიკა-საქართველოს თანაშმრომლობა, თავდაცვის კუთხით, ჯერ კიდევ ვაშინგტონში ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე გადაწდა, რასაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი და ოფიციალური ვაშინგტონის რეალური ნაბიჯები მოყვა.
კომენტარები