1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სირია სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე

ჩამოტვირთვა

სირიაში, მხარეებს შორის, სიხხლიანი დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ამ ფაქტს, ღიად აღიარებს გაეროს სადამკვირვებლო მისიაც. უკვე კარგა ხანია, რაც ქვეყანაში სპეციალური წარმომადგენლის, კოფი ანანის, სამშვიდობო გეგმა, რომელიც ორივე მხარეს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას აკისრებდა, აღარ სრულდება. ამის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიას სამხედრო შეიარაღებით რუსეთი ამარაგებს. რასაც უკვე მოყვა გამოხმაურებები ვაშინგტონში. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამ ფაქტის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს, თუმცა ოფიციალური ვაშინგტონი ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს. პარალელურად, დღეს ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატების სენატის თავდაცვის კომიტეტის წევრები რუსული იარაღის მწარმოებელი კომპანია "როს ობორონ ექსპორტისთვის" სანქციების დაწესებას ითხოვენ. ამ საკითხის განხილვა სენატორებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთი ირანთან სამხედრო თანამშრომლობას აგრძელებს. ის ფაქტი, რომ სირიას სამხედრო შეიარაღებას რუსეთი აწვდის, ოფიციალურად, გაეროს მისიამაც დაადასტურა. ამის პარალელურად, ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობის შეფერხების შესახებ, ინფორმაცია ვრცელდება. კონფლიქტურ რეგიონში გაეროს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლის სპიკერი აცხადებს, რომ მათი მუშაობა რთულდება, რადგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სამშვიდობო პროცესებს სულ უფრო შორდება. ქვეყნის ქალაქების უმეტესობაში, კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ბაშარ ასადის ძალები კი ამბოხებულთა ქალაქებზე შეტევას, ავიაციის გამოყენებით, ერთ კვირაზე მეტია ახორციელებენ. პრობლემის გადაჭრის საკითხზე, სულ ცოტა ხნის წინ, სირიაში გაეროს წარმნომადგენლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა. რუსეთის მიერ სირიისთვის შეიარაღების მიწოდებას აპროტესტებენ საფრანგეთშიც. პარიზის ცენტრში ლუვრთან ათობით ადამიანი შეიკრიბა და რუსეთს სირიის კონფლიქტის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დემონსტრანტებმა სისხლით შეღებილი ფოტოები და სათამაშოები მიიტანეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კონფლიქტურ რეგიონში ასადის რეჟიმის წევრები ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს სწორედ რუსული იარაღით უსწორდებიან. მათი თქმით, საფრანგეთმა ამის წინააღმდეგ, მთელს მსოფლიოსთან ერთად, ხმა უნდა აიმაღლოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები