მსოფლიო
პარლამენტმა ლაზიკას სტატუსთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილა
2012-06-12 21:23:31
ჩამოტვირთვა
პარლამენტმა ლაზიკას სტატუსთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით, განიხილა.
ცვლილებების პროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ძაგნიძემ წარადგინა. მისი თქმით, ლაზიკა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი საწინდარი გახდება.
ძაგნიძის თქმით, საბაზო ინფრასტრუქტურის მოწყობაში სახელმწიფომ უნდა იაქტიუროს. ეს პროცესი კი ადგილობრივ და უცხოელ კერძო ინვესტორებს ლაზიკაში ინვესტიციებიის დაბანდებისკენ უბიძგებს.
პროექტის განხილვას პარლამენტში დებატები მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობა კონკრეტული შენიშვნებითა და კითხვებით გამოვიდა. საპარლამენტო ოპოზიციიდან "ლაზიკის" მშენებლობის იდეა მხოლოდ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრს, გურამ ჩახვაძეს მოსწონს.
რაც შეეხება, საპარლამენტო უმრავლესობას, მათთვის ლაზიკას მშენებლობის იდეა მისაღებია, რადგან ახალი ქალაქის მშენებლობა, ბევრ ადამიანს დაასაქმებს, მოიზიდავს ინვესტორებს და ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ლაზიკასთან დაკავშირებული კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი 106 ხმით, ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღეს.
პროექტის თანახმად, კონსტიტუციის მე–3 მუხლს მე–5 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით, კონსტიტუციას დაემატება ჩანაწერი – ქალაქ ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი ორგანული კანონით განისაზღვრება.
კომენტარები