1 3 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კრემლის დაშინების პოლიტიკა და ოპოზიციონერთა სამართლებრივი დევნა

ჩამოტვირთვა

სახელმწიფო დღესასწაული, მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე - რუსეთის დღე, ანუ ყოფილი დამოუკიდებლობის დღე, მილიონების მარშით გაიხსნა. საპროტესტო აქცია, რომლშიც 50 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, 3 საათზე დაიყო. მომიტინგეებმა შეკრება 1 საათზე პუშკინის მოედანზე დაიწყეს, მოგვიანებით, კი სახაროვის მოედანზე გადაინაცვლეს. მიტინგის წამყვანი მოძრაობა „სოლიდარობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ილია იაშინი, უნდა ყოფილიყო, თუმცა გუშინ მან და ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა, სერგეი უდალცოვმა, ალექსანდრე ნავალიმ და ქსენია სობჩაკმა უწყება მიიღეს და, აქციის ნაცვლად, დღეს დაკითხვაზე მოსკოვის პროკურატურაში გამოცხადდნენ. მილიონების მარშის წინ კი პოლიციამ მათი საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა, საიდანაც კომპიუტერები, ტელეფონები, დოკუმენტები და სხვა პირადი ნივთები წაიღეს. მათ ჩაცმის საშუალებაც კი არ მომცეს, დამამცირებლად და სასტიკად მომექცნენ. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ გამომძიებელმა მითხრა, გეცხოვრა კარგ ჩეკისტთან ერთად და სულ სხვა ამბავი იქნებოდაო. როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში არ შეიძლება საკუთარი აზრის დაფიქსირება. ჩემი ბინიდან 2 მილიონი ევრო წაიღეს, ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ფულს სახლში ვინახავდი, ახლა კი ფულის სესხება ჩემი მეგობრებისგან მომიწევს. მათი მიზანი დაშინება და ჩვენს მაგალითზე იმის დემონსტრირებაა, რომ არ არის საჭირო აქტივების გამოჩენა, არ არის საჭირო აქციებზე სიარული, საჭიროა მხოლოდ სახლში ჯდომა და დუმილი. დაშვებულია მხოლოდ ედინაია რასიასა და ვლადიმერ პუტინის ქება. ჩხრეკისა და დაკითხვის ოფიციალური მიზეზი 6 მაისს გამართულ აქციაზე სამართალდამცველის წინააღმდეგ მომხდარი ძალადობის გამოძიებაა. ბალოტნაიაზე მომხდარი არეულობის გამო, მოსკოვის პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. მოსკოვში მიმდინარე მოვლენებს უკვე გამოეხმაურა შეერთებული შტატები, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩხრეკები დღეს დაგეგმილ აქციას დაუკავშირა და ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ეჭვქვეშ დააყენა. ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმ ქმედებებით, რომელიც რუსეთში, 12 ივნისს, აქციების წინა დღეს ხდება. ოპოზიციის ლიდერების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს, რამდენიმე აქტივისტი 6 მაისის ინციდენტთან კავშირის გამო აიყვანეს კიდეც. რუსეთში ახალი კანონი მიიღეს, რომელიც დემონსტრაციებისას კანონის დარღვევის შემთხვევაში, არაპროპორციულ ჯარიმებს ითვალისწინებს.12 ივნისის აქციის ორგანიზატორებს პოლიციაში იბარებენ. ეს ყველაფერი რუსეთში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ აყენებს. დაიწყო თუ არა პუტინმა რუსეთის საბჭოთა პერიოდში დაბრუნება?! დღეს მოსკოვის აქციები და კრემლის დაშინების პოლიტიკა თბილისშიც შეაფასეს. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დღესასწაული - დღე, როდესაც რუსეთმა კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი და გერბი დაამტკიცა, რუსეთის დედაქალაქში, ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო, ათასობით ადამიანის საპროტესტო მარშის ფონზე ჩაივლის. კრემლთან დაახლოებული პირებიც აღიარებენ, რომ პრეზიდენტის გარემოცვაში რადიკალური შეხედულებების მქონე პირებმა გაიმარჯვეს და მიიჩნევენ, რომ ოპოზიციონერთა ბინების ჩხრეკა მხოლოდ დასაწყისია. ექსპერტების შეფასებით კი ჩხრეკისა და ოპოზიციონერთა პროკურატურაში დაბარებით, ხელისუფლება არა მარტო ხალხის დაშინებას ცდილობს, არამედ აქტიურად იწყებს ლიდერთა სამართლებრივ დევნასაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები