1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნატოს კვირეული და ჯეიმს აპატურაის ძირითადი გზავნილები

ჩამოტვირთვა

საქართველო განიხილება , როგორც ნატოს მომავალი წევრი და ეს არის დიდი წარმატება-ეს განცხადება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა. ნატოს კვირეულის ფარგლებში საქართველოში დღეს ჯეიმს აპატურაი ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი ჩიკაგოს სამიტის შედეგებს შეეხო და ხაზი გაესვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ სამიტზე საქართველო 30 სხვა ქვეყანასთან ერთად პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი. მანამდე კი ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ვიცე პრემიერთან გიორგი ბარამიძესთან ერთად საქართველოში ნატოს კვირეული გახსნა. რის შემდეგაც კვირეულის ფარგლებში პირველად განიხილეს ჩიკაგოს სამიტის შედეგები. გახსნასთან ერთად, ვიცე პრემიერ–მინისტრი და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებსაც შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ნატოს ჩიკაგოს სამიტის შედეგებია, რომელიც იყო პირველი ვრცელი დისკუსია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩიკაგოს სამიტის შემდეგ. ნატოს სპეცალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაი დღესვე დეპუტატებს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესაც შეხვდა. ჯეიმს აპატურაი ვიზიტის ფარგლებში დახურულ კარს მიღმა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. აპატრუაი საქართველოს დღეს დატოვებს ნატოს კვირეული კი საქართველოში 16 ივნისს დაიხურება. ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები