1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად ცნეს

ჩამოტვირთვა

ოლიგარქი ივანიშვილი კვლავ თავის ამპლუაშია. პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან აქციიდან, აქციამდე „ქართული ოცნება“ უკანონო ქმედებებს დიდი დოზით ახორციელებს, რის შემდეგაც ოლიგარქი თავის გამართლებას უსუსური არგუმენტებით ცდილობს. უკანონო ქმედებებისათვის დაკავებულ საკუთარ აქტივისტებს პარტიიდან შეუბრალებლად რიცხავს და ღვთის ანაბარა ტოვებს, აქვს სხვადასხვა სასამართლო პროცესი და ა.შ. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე აღმოჩნდა: თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმზე სასამართლო განხილვა გაიმართა. როგორც ცნობილია, კონტროლის პალატამ გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად განსაზღვრა. ფაქტების დამადასტურებელი მასალის მიუხედავად, ივანიშვილის ადვოკატები კონტროლის პალატის ბრალდებას არ ეთანხმებიან, და კვლავაც პოპულარულ „პოლიტიკურ ზეწოლაზე“ საუბრობენ. როგორც ცნობილია, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ, კომპანიების "ბურჯის", "ელიტა ბურჯის" და "გლობალ კონსალტინგ გრუპის" ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხის შეისწავლა დაიწყო. საქმე ეხება ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენის დარიგებისა და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს. დღესვე, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ფონდ "ქართუ"-სა და ასოციაცია "ატუ"-ს 2011 წლის 1 ნოემბრიდან 1 ივნისამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენა მოსთხოვა. მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამისი წერილობითი მიმართვები მათ უკვე გაეგზავნათ. ივანიშვილის თანაგუნდელების სიტყებით, რომ ვთქვათ, როგორც ჩანს, „ეს მხოლოდ დასაწყისია“, ოლიგარქს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევები არ აღელვებს. რამდენ აქტივისტს დაავალებს უკანონო ქმედებას ახალგამომცხვარი პოლიტიკოსი – ჯერჯერობით უცნობია, ცნობილია, მხოლოდ ის, რომ, ამ ეტაპზე, „ქართული ოცნება“ ქუთაისის აქციისთვის ემზადება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები