1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სიების დაზუსტების კომისიის ახალი ინიციატივა

ჩამოტვირთვა

ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. საქმე ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და, ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოში ცხოვრობენ. ახალი ცვლილების თანახმად კი საქართველოს მოქალაქეებისგან მხოლოდ ის განასხვავებთ, რომ მათ ხმის მიცემა მხოლოდ თბილისის 1 საარჩევნო ოლქში შეუძლიათ. მამუკა კაციტაძე კი აცხადებს, რომ ამ ადამიანებს არჩევნების დროს ხმის მიცემის შესაძლებლობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა ჰქონდეთ. ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების კომისია პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტისგან უფლებამოსილების გახანგრძლივებასაც მოითხოვს. კომისიას უფლებამოსილება არჩევნებამდე 14 დღით ადრე უწყდება. არჩევნების დროს აუცილებელია, ამომრჩეველთა და სამაგიდო სიების მონიტორინგი სწორედ კომისიის მხრიდან განხორციელდეს. კომისიის ხელმძღვანელი შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს მომავალ კვირას მიმართავს, იქამდე კი მამუკა კაციტაძე სამუშაო ჯგუფთან ერთად, წინადადებების კონკრეტულ პაკეტზე მუშაობას აპირებს. დღეს ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარის განცხადებას პარლამენტის იურიდიული დეპარტმანეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი, გამოეხმაურა. ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების კომისიის წარმომადგენლებსა და პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის წევრებს შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები