1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რა შედეგს მოიტანს ჟენევის მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი

ჩამოტვირთვა

დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი დაიწყო. განსახილველ საკითხებს შორის მოხვდა, რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კვალის წაშლისა და საფლავების განადგურების მცდელობა, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა. ქართული დელეგაცია იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსაც დააყენებს დღის წესრიგში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სესიას კონკრეტული შედეგი არ მოყვება, რადგან რუსეთის პოზიცია მთელი რიგი საკითხებისადმი კვლავინდებურად ნეგატიურია. ჟენევის მორიგ რაუნდს აფხაზეთისა და სამხრეთ - ოსეთის დე ფაქტო მმართველებიც ესწრებიან. როგორც ისინი აცხადებენ, სესიაზე საერთაშორისო ლექსიკონიდან ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიების“ ამოღების საკითხი კიდევ ერთხელ გაიჟღერებს. დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები ღიად დაადასტურებენ, რომ ე.წ. ქართული ნეიტრალური პასპორტების არსებობა მათთვის მიუღებელია. ევროპული კვლევის ცენტრის პრეზიდენტს, ვასილ ჭყოიძეს, მიაჩნია, რომ რუსეთის აგრესიული ტონი, ჰილარი კლინტონის ვიზიტმა და აშშ-ს პოზიტიურმა გზავნილებმა განაპირობა. კანონმდებლების მსგავსად, ჭყოიძეს მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულების მოლოდინი არ აქვს. ჟენევაში, ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-20 რაუნდი დღეს დაიწყო და ორ დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები