მსოფლიო
დემოკრატიული არჩევნები - ჰილარი კლინტონის ერთერთი მთავარი გზავნილი
2012-06-06 20:59:21
ჩამოტვირთვა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, ძალაუფლება დემოკრატიულად უნდა გადაიცეს.
ამ მოლოდინით, ჰილარი კლინტონი, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს გამოეხმაურა.
რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე საუბრისას, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მთავარი არა სამხედრო წვრთნები, არამედ საარჩევნო პროცესია. საქართველოში ჩატარებული არჩევნები კი მსოფლიოში ერთგვარ სანიმუშო მოდელად უნდა იქცეს.
საქართველოში დამკვირვებლების ჩამოყვანის შესახებ კლინტონის საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მოწოდება პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ამერიკის მხრიდან ეს ნაბიჯი, საქართველოს წარმატებაზე მეტყველებს.
არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები. მათ მოლოდინი აქვთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა, საარჩევნო პროცესს მეტ გამჭირვალობას შესძენს.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ხალხის არჩევანი ყველაზე მნიშვნელოვანია. მოსახლეობა თავისუფალ ნებას გამოავლენს და ამ პროცესს ხელს ვერავინ შეუშლის.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2012 წელს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს გაიმართება.
კომენტარები