პოლიტიკა
ჰილარი კლინტონის ვიზიტი - განცხადებები და მნიშვნელოვანი გზავნილები
2012-06-05 20:10:11
ჩამოტვირთვა
ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი და დღეს გაკეთებული განცხადებები, ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველო მართლაც არის ,,ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის’’.
"აშშ ამაყობს, რომ ამ რთულ პერიოდში საქართველოს პარტნიორია. ჩვენ გვსურს, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები შემდეგ დონეზე გადავიტანოთ. ჩვენ გვსურს, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გაზარდოს და გააძლიეროს ეკონომიკური შესაძლებლობები ხალხისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, უმცირესობებისთვის და იმათთვის, ვინც მივიწყებული არიან ეკონომიკური პროგრესისგან"
გარდა იმისა, რომ ამერიკა საქართველოს ეკონომიკური პროგრესის მომხრეა, ჰილარი კლინტონი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების გაადვილების ინციატივითაც გამოდის.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით ამერიკა საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან და სამართლიან მოგვარებას მიაღწევს. ამერიკის სახელმწიფო მდივანს დღეს გაკეთებულ განცხადებებში არც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხი გამორჩენია. ჰილარი კლინტონმა - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ ოკუპანტ რუსებს ახლა უკვე საქართველოდან მოუწოდა.
აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
ჩვენ უარვყოფთ რუსეთის ოკუპაციას, აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. ამერიკის შეერთებული შტატები მომხრეა, კონფლიქტები მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით დარეგულირდეს.
ჰილარი კლინტონმა დღეს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი სიტუაციის ტრანსფორმირებისთვის აუცილებელია. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს თავდაცვის რეფორმებისადმი ამერიკის მხარდაჭერა ბათუმში კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის სფეროში ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა აქვთ,ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას აიღეს ვალდებულება, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.საუბარია საქართველოს თავდაცვის რეფორმებში მხარდაჭერაზე, ქართული ჯარის მოდერნიზაციაზე, ტრენინგებზე და აღჭურვაზე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა, რომ ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა აუცილებლად გახდება.
კომენტარები