1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჰილარი კლინტონის ვიზიტი ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა შეაფასეს

ჩამოტვირთვა

დღეს ჰილარი კლინტონის ვიზიტი იყო მთავარი თემა საკანონმდებლო ორგანოშიც. კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას. თბილისში მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. ამერიკელი მაღალჩინოსნის გზავნილებში კი ქართული მხარე, ძირითადად, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხს და ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას გამოყოფს. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ბოლო უმნიშვნელოვანეს შედეგად თბილისში ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა და თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყება სახელდება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი კი საქართველო- ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაა. დღეიდან საქართველო უკვე მეექვსე ქვეყანაა, რომელთანაც შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გააფორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები