1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საარჩევნო გარემო - ჰილარი კლინტონისა და ოპოზიციის შეხვედრის მთავარი თემა

ჩამოტვირთვა

ნატო, უსაფრთხოება და არჩევნები. ეს ის ძირითადი თემებია, რომელზეც ოპოზიციამ ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას ისაუბრა. ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და სამი პოლიტიკური სუბიექტის დიალოგი დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე, გიორგი თარგამაძე, მანანა კობახიძე და თეა წულუკიანი. "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე გააკეთა აქცენტები. თარგამაძემ ნატოს მომავალი სამიტის მნიშვნელობზეც ისაუბრა. “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი, დავით გამყრელიძე, შეხვედრაზე ნატო-ს სამიტის შემდგომ, საქართველოს პერსპექტივებით დაინტერესდა. გამყრელიძემ ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყნის უსაფრთხოებაზეც ისაუბრა. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის თქმით, კლინტონმა საუბრისას აქცენტები მომავალში პარლამენტის მრავალპარტიულობაზე გააკეთა. შეხვედრაზე არ იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი, რაც მისმა თანაპარტიელებმა იმით ახსნეს, რომ ოლიგარქი არც ერთი პარტიის თავმჯდომარე არ არის. სამაგიეროდ, შეხვედრას „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. საუბრის თემები საარჩევნო გარემო, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა იყო. „ქართულ ოცნებას“ ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას კოალიციის ხედვების გაცნობაც არ დავიწყებიათ. ოპოზიციასა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის დიალოგი ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ შედგა. ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, ჰილარი კლინტონს კომეტარები არ გაუკეთებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები