მსოფლიო
ჰილარი კლინტონისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულებულია
2012-06-05 14:22:39
ჩამოტვირთვა
ჰილარი კლინტონი ოპოზიციის წარმომადგენლებს ბათუმის "შერატონში" შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე, გიორგი თარგამაძე, მანანა კობახიძე და თეა წულუკიანი. “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე შეხვედრაზე ნატო-ს სამიტის შემდგომ, საქართველოს პერსპექტივებით დაინტერესდა. გამყრელიძემ წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყნის უსაფრთხოებაზეც ისაუბრა. კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა კი აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ კარგად იყო ინფორმირებული.
კომენტარები