პოლიტიკა
გილაურმა და შაშკინმა საატესტატო გამოცდების შედეგები შეაჯამეს
2012-05-31 20:43:50
ჩამოტვირთვა
მასწავლებლის სახლში, დღეს, საატესტატო გამოცდების შედეგები შეაჯამეს.
შეხვედრას, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ესწრებოდნენ.
ნიკა გილაურმა მასწავლებელთა ცოდნის მაღალ ხარისხზე ისაუბრა. მისი თქმით, საუკეთესო სკოლის დირექტორები პრემიით დაჯილდოვდებიან, ხოლო სკოლის რეაბილიტაციისათვის, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით თანხებს მიიღებენ.
საატესტატო გამოცდების შედეგები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც შეაფასა. მისი თქმით, საქართველოში განათლების სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება და ეს პროცესი შეუქცევადი იქნება.
შეხვედრაზე საქართველოს მასშტაბით, 20 საუკეთესო სკოლა დასახელდა. მათ შორის 5 კერძო, დანარჩენი კი საჯარო სკოლებია. ყველაზე მაღალი შედეგი რუსთავის მე-4 საჯარო სკოლამ აჩვენა. როგორც სკოლის დირექტორი, მამუკა ხამხაძე აცხადებს, რუსთავის მე-4 საჯარო სკოლა წარმატებული მოსწავლეებითა და სწავლის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
წარმატებული შედეგი სამინისტროში გატარებული რეფორმების დამსახურებაა. -ასე შეაფასა გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა, საატესტატო გამოცდების შედეგები. მისი თქმით, სამინისტრო აღებულ კურსს მომავალშიც გააგრძელებს.
მოსწავლეებმა ტესტირება წელს 8 საგანში გაიარეს. გამოცდები შარშანდელი წლის მსგავსად კომპიუტერის დახმარებით ჩატარდა. მინიმალური ზღვარის გადალახვა, მოსწავლეთა მხოლოდ 5%-მა ვერ შეძლო.
კომენტარები