1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დღეიდან ჯანდაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი ამოქმედდება

ჩამოტვირთვა

დღეიდან საქართველოში ჯანდაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი ამოქმედდება. პაციენტების, კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების უფლებებს სოფო ლებანიძე დაიცავს. ჯანდაცვის ომბუდსმენის მთავარი ამოცანა, დაზღვეული მოქალაქეების განცხადებებისა და დავების უმოკლეს ვადაში განხილვა იქნება. ომბუდსმენი დაზღვეულ მოქალაქეებს კონსულტაციებსაც გაუწევს. სოფიო ლებანიძესთან ერთად დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საზოგადოებას მედიაციის სამსახურის ახალი შემადგენლობაც წარუდგინა. მედიაციის სამსახურის თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩნენ, რომელშიც 1100 ადამიანი მონაწილეობდა. ჯანდაცვის მინისტის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ დაზღვეულთა სულ უფრო მზარდ რაოდენობასთან ერთად, მომსახურების ხარისხიც დაიხვეწოს. ჯანდაცვის ობმუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებას დადებითად აფასებენ თავად დაზღვეული მოქალქეები და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები. მათი თქმით, ეს ცვლილება სადაზღვევო კომპანიების მიმართ ნდობას გაზრდის. ამჟამად სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულთა რაოდენობა 1მლნ 800ათასს აღწევს, ხოლო მთლიანად დაზღვეულთა რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. უკვე დაზღვეულ სოციალურად დაუცველ 800 000-ზე მეტ მოქალაქეს სექტემბრიდან დაზღვეულთა ახალი ნაკადი შეემატება. მოხდება ყველა პენსიონერისა და 0-დან 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის დაზღვევაც .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები