მსოფლიო
მიმინოშვილი - ქართულ ოცნებაში?
2012-05-29 21:57:55
ჩამოტვირთვა
გამოცდების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, კოკა სეფერთელაძემ, რომელიც ამ დრომდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, მაია მიმინოშვილი შეცვალა. მიმინოშვილი მინისტრმა, გუშინ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში შექმნილი პრინციპული შეუთავსებლობის გამო გაათავისუფლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაია მიმინოშვილსა და დიმიტრი შაშკინს შორის აზრთა სხვადასხვაობა, ერთიან ეროვნულ გამოცდებს უკავშირდებოდა.
მიუხედავად ამისა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება, ოპოზიციის ნაწილისთვის სპეკულირების საგანი მაინც გახდა. მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზად ამ დრომდე რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთ მიზეზად მიმინოშვილის შვილის ლაშა ყანჩაველისა და მისი ოჯახის წევრების პოლიტიკური ორიენტაცია სახელდება. ქართული ოცნების მხარდამჭერთა ჯგუფის წევრები ამტკიცებენ, რომ 27 მაისს ,,ქართული ოცნების’’ აქციაზე მიმინოშვილის შვილი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ოპოზიციური ძალების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში გავრცელებული პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, მიმინოშვილის გთავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით განათლების სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრთან პიროვნული შეუთავსებლობის შესახებ თავადაც საუბრობს, ეს განცხადება ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, მიმინოშვილი ადასტურებს, რომ მინისტრთან ბოლო პერიოდში აზრთა სხვადასხვაობა მართლაც ჰქონდა. გავრცელებულ ვიდეოში მიმინოშვილი არც იმას უარყოფს, რომ ის და დიმიტრი შაშკინი ვერც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვასა და დაფინანსების მოპოვების საკითხზე თანხმდენოდნენ.
ყოველ ორშაბათს რომ საზოგადოებას მუქარის წერილს უგზავნის ამაში ახალი აღარაფერია, ის, რომ თურმე ამდენი წლის განმავლობაში მთელი განათლების სისტემა მიმინოშვილის მხრებს ამძიმებდა, დღეს ქართველ ერს ივანიშვილმა პირადად გააგებინა, თურმე შაშკინი მისი მინისტრობის პერიოდში უბრალოდ ჭანჭიკი ყოფილა. თუმცა დღეს ყველამ ვიხილეთ როგორ ესტუმრა ,,პატარა ჭანჭიკის’’ მიერ გათავისუფლებული მიმინოშვილი შუშის კოლბის რაინდს
იქამდე კი სანამ ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიით არის დაკავებული და შუშის სასახლეში კვლავ მიღებებს მართავს, შაშკინი ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომლებს პირადად შეხვდა და ცენტრში არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო. გავრცელებული ინფორმაციით მიმინოშვილს თანამდებობიდან გათავისუფლებამდე ჯერ ელჩობას, შემდეგ კი განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს სთავაზობდნენ, მიზეზად მიმინოშვილსა და ცენტრის თანამშრომელებს შორის უთანხმოება სახელდებოდა, თუმცა მიმინოშვილმა ორივე პოსტზე უარი განაცხადა. დღეს კი თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად მისი ოჯახის პოლიტიკურ შეხედულებას ასახელებს. თუ, მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი მართლაც ეს არის, მაშინ გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის კონსულტანტის პოსტს არც თამაზ ჯოლოგუა უნდა იკავებდეს. ყველასთვის ცნობილია,რომ ჯოლოგუამ ივანიშვილს მხარდაჭერა ღიად აღუთქვა და ოლიგარქთან შეხვედრაზეც იმყოფებოდა.
კომენტარები