1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილის მორიგი მუქარა ქართულ მედიას

ჩამოტვირთვა

ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. ოლიგაქრი რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს რიტორიკის გადაწყობისკენ მოუწოდებს აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ის საზოგადოებრივ ტელევიზიას დაფინანსებას შეუწყვეტს. ივანიშვილი, რომელიც გასულ კვირას თბილისელებს რიყეზე მდებარე თავისუფლების ხიდის დანგრევით ემუქრებოდა, დღეს ვექტორი პირდაპირ საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ მიმართა და მორიგი მუქარა სწორედ მედიის მისამართით გააჯღერა. საზოგადოებრივ მაუწყებელის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მორიგი ნიმუში - ასე აფასებს ივანიშვილის განცხადებას არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე. გახელაძე, ოლიგარქს მშობლიურ ქართულს უწუნებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ შანტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ივანიშვილს itv-ის ეთერით პირადად მიმართავს და ურჩევს... მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტელევიზია ერთადერთია, რომელიც სარეკლამო შემოსავლებით არსებობას ვერ უზრუნველყოფს და საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდება. ბრიტანული BBC, ამერიკული CNN, კანადური CBC, ეს იმ ტელევიზიების მცირე ჩამონთვალია, რომლებიც საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდებიან და მსოფლიო აზრს ქმნიან. ქართული საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების მოდელი კი მსოფლიოში ყველაზე პროგრესულად ითვლება. თუმცა როგორც სჩანს ოლიგარქს პროგრესი იმდენად არ ხიბლავს, რომ ხან რიტორიკის გადაწყობას ითხოვს და ხანაც აშენებულის დანგრევით იმუქრება. ჯერ არ მოსულა, თუმცა უკვე იმუქრება. ოცნებებში ფესვები იმდენად ღრმად გაიდგა, რომ განცხადების გაკეთებისას თავი ნამდვილი პრემიერ-მინისტრი ჰგონია. იქამდე კი სანამ ოლიგარქი რეალობას დაუბრუნდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ივანიშვილისა და მისი გუნდის მხრიდან მედიაზე განხორციელებული ზეწოლის შეფასებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები