1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილმა გიორგი თარგამაძეს სიმბოლურად ჩაფხუტი გადასცა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში, პარლამენტის ახალი შენობის სხდომათა დარბაზში ჩაფხუტით შევიდა და ის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს სიმბოლურად გიორგი თარგამაძეს გადასცა. "ქრისტიან-დემოკრატები", მათ შორის გიორგი თარგამაძე, პარლამენტის წინა პლენალურ სხდომებზე აცხადებდნენ, რომ ქუთაისში, ნაჩქარევად აშენებულ შენობაში 26 მაისს სხდომის გამართვა მიზანშეწონილი არ იყო. პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლამდე, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს მშენებარე შენობაში ბოლო შუშა სიმბოლურად ჩასვეს. ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი სხდომათა დარაბზში სიტყვით გამოდის. სხდომას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსისა და წმინდა სინოდის წარმომადგენლები, მთავრობის სრული შემადგენლობა, ქვეყნის პირველი ლედი და სხვა საპატიო სტუმრები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები