1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსეთის მორიგი აგრესიული განცხადება

ჩამოტვირთვა

რუსეთი შეშფოთებულია ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული ერთობლივი დეკლარაციით, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლუკაშევიჩმა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოლიტიკური შეცდომების დაშვებაში დაადანაშაულა. ლუკაშევიჩის თქმით, სამიტზე კავკასიის რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება, დამახინჯებულად წარმოჩინდა. "შეშფოთებული ვართ, ჩიკაგოს სამიტზე გაკეთებული განცხადებებით. ნათელია, რომ ნატოში 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან რეალური დასკვნა არ გამოუტანიათ. ერთობლივ დეკლარაციაში შემთხვევით ან მიზანმიმართულად პოლიტიკური ან ფაქტობრივი შეცდომაა დაშვებული. მაგალითად, 2008 წლის 12 აგვისტოს მედვედევ–სარკოზის გეგმა, სადაც ჩამოყალიბებული იყო სამხრეთ ოსეთში სააკაშვილის რეჟიმის აგრესიის შედეგების მოგვარების მთავარი ასპექტები, მოხსენიებულია, როგორც შეთანხმება ცეცხლისშეწყვეტის შესახებ. "რუსეთს ადანაშაულებენ, თითქოს ეს გეგმა არ შეასრულა. თუმცა ბოლო რუსმა სამხედრო მოსამსახურემ საქართველოს ტერიტორია ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში დატოვა. დამახინჯებულად არის აღწერილი კავკასიის რეგიონში არსებული პოლიტიკური რეალობა. ვისაც უნდა სურდეს, რომ ეს ასე არ იყოს, დამოუკიდებელი და სუვერენული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დიდი ხანია, გახდნენ მსოფლიოს ამ ნაწილის რუკის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი." რუსეთის აგრესიული განხადებები ქართველმა კანონმდებლებმა შეაფასეს. მათი თქმით, მეზობელი ქვეყანა, საქართველოში მიღწეული წარმატებული რეფორმებითა და საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული პოზიტიური გზავნილებით გაღიზიანებულია. მსგავსი განცხადებები კი უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ჩიკაგოს სამიტზე მიღებული პერსპექტიული გზავნილები, რომელმაც რუსეთი შეაშფოთა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ასევე ალიანსის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები