პოლიტიკა
„ისწრაფვის თუ არა რუსეთი საქართველოსთან ომისკენ“
2012-05-24 21:37:57
ჩამოტვირთვა
„რუსეთი სააკაშვილის დასამხობად რევანშისთვის ემზადება“ - ამ განცხადებით ამერიკულმა გამოცემამ - Front Page Magazine - მა სტატია გამოაქვეყნა.
სტატია სახელწოდებით „ისწრაფვის თუ არა რუსეთი საქართველოსთან ომისკენ“ რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო გეგმებზე საუბრობს.
სტატიის ავტორი, ანალიტიკოსი რაიან მაურო მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის პროამერიკული რეჟიმის დასამთავრებლად, მოსკოვი რევანშს ამზადებს.
ოკუპანტი ქვეყანა ჯერ კიდევ 2008 წლის ომის პერიოდიდან ცდილობს სააკაშვილის მთავრობის დამხობას და შემდგომი ნაბიჯების გასამართლებლად, მუდმივად საქართველოს მიერ ტერორისტების დახმარებაზე საუბრობს.
ავტორს ის არგუმენტებიც მოჰყავს, რაც ამ მოსაზრებას განაპირობებს :
ქართული მხარე სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებას რეალურს უწოდებს, რადგან რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები ქართული სახელმწიფოსადმი აგრესიულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
თუმცა კანონმდებლები იქვე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად რუსეთის დიდი სურვილისა, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოში დესტაბილიზაციას ვერ გამოიწვევს.
ავტორი სამხედრო დაპირისპირების ვარიანტებსაც განიხილავს. როგორც სტატიაშია მოყვანილი, რუსეთი ირანზე შესაძლო დარტყმისთვის ემზადება. მეზობელმა ქვეყანამ სომხეთში ჯარების გაგზავნის გეგმა შეიმუშავა. იმ შემთხვევაში თუ მოვლენები ზემოთ აღნიშნული სცენარით განვითარდება, დიდი ალბათობაა, რუსეთმა საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს და პარალელურად მთავრობაც დაამხოს.
როგორც ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, ვასილ ჭყოიძე, აცხადებს, რუსეთი ჩანაფიქრს ვერ განხორციელებას, რადგან საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება.
სტატიის დასასრულს, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ პუტინს, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა, პოსტსაბჭოთა სივრცის არასასურველი ლიდერებისგან გათავისუფლებას გეგმავს.
კომენტარები