პოლიტიკა
ათეთრებს თუ არა ივანიშვილი ნაცვლიშვილისა და კალაძეების დახმარებით ფულს
2012-05-23 23:51:38
ჩამოტვირთვა
ფულის გათეთრების მორიგი მცდელობა ,,ქართულ ოცნებაში“ თუ უბრალოდ სარფიანი გარიგება . ლაშა ნაცვლიშვილმა საკუთარი სახლი 2 მილიონ ნახევრ დოლარად კახი კალაძეს მიჰყიდა.
რა ღირდა ნაცვლიშვილის სახლი და ,როგორ დაუკლო ნახევარი მილიონი კახი კალაძის მამას კარლო კალაძეს ნაცვლიშვილმა სატელეფონ საუბრისას თვად დააზუსტა.
როგორც ნაცვლიშვილი ამბობს სახლი მის სიმამრს ბიზნესმენ ესაკიას ეკუთვნოდა და გარიგება სწორედ ესაკიასა და კარლო კალაძეს შორის მოხდა. რატომ იყიდა კალაძემ 2 მილიონ ნახევრად არაყიშვილის 23 ნომერში მდებარე ნახევრად მიწაში გამოშენებული დაახლოებით 75 კვადრატული უძრავი ქონება ამ ფასად მას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს
თავად შენობა ,რომელიც ჯერ ისევ ეკუთვნის ნაცვლიშვილების ოჯახს და როგორც თავად შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკი ამბობს ,რომელიც ჯერ ბოლომდე არ გადასულა კალაძეების საკუთრებაში , მაქსიმუმ შეიძლება ამ თანხის მესამედი ღირდეს. ხოლო თავად ნაცვლიშვილის ოჯახის წევრები ამ ფაქტს საერთოდ უარყოფენ.
თუმცა ნაცვლიშვილის კარის მეზობლებმა ამ სარფიანი რელიზაციის შესახებ ყველაფერი თითქმის დეტალურად იციან .
როგორც ონლაინ გამოცემა პრესა.ჯი წერს ოლიგარქმა ეს სვლა კორუმპირებულობაში დახელოვნებული ყოფილი ჩინოვნიკის გამოყენებით ფულის გათეთრების მიზნით წამოიწყო.
ფული აქვს, მაგრამ ვერ ხარჯავს. კანონი უკრძალავს. არადა, „გრეჩიხები“ რომ ჰპირდებიან მიტინგებზე მხარდაჭერას, ფული ხომ უნდა გადაუხადოს. როგორ? ჰოდა მოიფიქრა ოლიგარქმა სქემა. 2 მილიონ 500 ათასი დოლარი გადაურიცხა კახი კალაძეს ოფშორულ ანგარიშზე.
კალაძემ, თავის მხრივ, ეს თანხა მამამისს, კარლოს გადაურიცხა პირად ანგარიშზე. კარლო ადგა და მიუცუნცულა ნაცვლიშვილს 2 მილიონ 500 ათასი დოლარი. ნაცვლიშვილმა ამ თანხიდან 800 ათასი დოლარი აიღო, დარჩენილი 1 მილიონ 700 ათასი კი დარჩა "სატრიალებლად" ბიძინას. ასე გაათეთრა ივანიშვილმა მათ შორის გრეჩიხების მოსასყიდი თანხაც.
მაყურებელი კადრებში ნათლად ხედავს არაყიშვილის 23 ნომერსი მდებარე ნაცვლიშვილების ორივე სახლს,რომელიც ყოფილი ჩინოვნიკის მტკიცებით , მის სიმამრს ეკუთვნის.
ძნელი არ არის იმის შეფასება შეიძლება თუ არა ეს სახლი მისი მდებარეობისა და მდგომარეობის გათვალისწინებით 2 მილიონ 500 ათასი დოლარი ღირდეს.
კიდევ რა ახალ მეთოდს მიმართავს ოლიგარქი შავი ფულის გასათეთრებლად უცნობია, თუმცა მეთოდები ,რომლითაც მისი მილიონების რეალიზაცია ხერხდება მოძველებული, შევარდნაძის კორუფციულ სქემასთან საკმაოდ ახლოსაა და შესაბამისად ადვილი გასაშიფრია.
კომენტარები