1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მალხაზ ბიჭინაშვილის მდგომარეობა უმძიმესია - პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

ჩამოტვირთვა

33 წლის მალხაზ ბიჭინაშვილის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძე, მანქანით დაეჯახა, უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ ინგოროყვას სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილემ განაცხადა. მისი თქმით, კომაში მყოფ პაციენტს ნეკნების მრავლობითი და თავის ქალის მოტეხილობა აღენიშნება. ავადმყოფი იმყოფება კომაში და მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მეცხრე არხზე გასული სიუჟეტის მიხედვით, სამედიცინო პერსონალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ კომენტარებს აკეთებდა. აღსანიშნავია, რომ მეცხრე არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ექიმის კომენტარის ის ნაწილი მოხვდა, რომელიც ყველა მედიასაშუალებამ გაავრცელა, სადაც ექიმი ამბობს, რომ კვლევისას პაციენტს აღენიშნებოდა ქალა ტვინის ტრავმა, ქალა ფუძის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარცხნივ მკერდის ძვლის დაზიანება, პნევმოთორაქსი და სუნთქვის მწვავე უკმარსობა. ივანიშვილის ტელევიზიის ჟურნალისტს პაციენტის მკურნალი ექიმის კომენტარის განსხვავებული ვერსია მასალაში არ უჩვენებია. დღეს ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოადგილე მეცხრე არხზე გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ მალხაზ ბიჭინაშვილის ექიმს მსგავსი ურთიერთგამომრიცხავი კომენტარი არ გაუკეთებია. გელა არაბიძე ხაზს უსვამს, რომ ბიჭინაშვილის მდგომარეობაში პროგნოზებზე საუბარი არარეალურია. მეცხრე არხზე გუშინ გასული სიუჟეტიდან ისიც ირკვევა, რომ ჟურნალისტმა ვერ გაიგო, ვის დაეჯახა თამარ რუხაძე, ბიჭინაშვილს თუ სხვა პიროვნებას. სიუჟეტის ავტორი იტყობინება, რომ კომაში მყოფი პაციენტი საკუთარ ვინაობას ვერ დაასახელებდა. მეცხრე არხის ჟურნალისტს ავიწყდება, რო დაზარალებულს ახლდა მეგობარი, ლერი უშარაშვილი, რომელთანაც მარტივად შეიძლებოდა პაციენტის ვინაობის გადამოწმება. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 21 მაისს, დაახლოებით, 01:00 საათზე მოხდა. ლაგუნა ვერესთან ქვეითად მოსიარულე ორ მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძე მართავდა. რუხაძესთან ერთად, ავტომანქანაში მისი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილიდან თამარ რუხაძე და ორი ჟურნალისტი ნარკოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თამარ რუხაძე მანქანას ფხიზელ, მისი მეგობრები კი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები