მსოფლიო
საკონსტიტუციო ცვლილება და დებატები პარლამენტში
2012-05-22 20:09:51
ჩამოტვირთვა
ქდმ-ს მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა 111 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, ევროკავშირის ყველა მოქალაქეს, რომელიც დაბადებულია საქართველოში და ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს ქვეყანაში, 2014 წლის 1 იანვრამდე პოლიტიკური საქმიანობის უფლება ეძლევა. საკითხის მესამე მოსმენაზე საკუთარი შენიშვნები ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციას. მათი თქმით, კონსტიტუცია ერთ ადამიანზეა მორგებული და ამასთან, ის მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიის შექმნი უფლებას არ აძლევს. თუმცა უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნასა და აგიტაციას საქართველოს კონსტიტუცია ისედაც არ ზღუდავს.
ცვლილება პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მიერ იყო ინიცირებული. მას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობაც. როგორც დეპუტატები ამბობენ, საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად, პოლიტიკური საქმიანობის საშუალება ყველა მსურველს მიეცემა და, შესაბამისად, დასრულდება პოლიტიკური გაუგებრობები.
ცვლილებების სესიაზე გატანამდე, საკითხი, დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეც განიხილეს. კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში დადგინდა, რომ ეს ადამიანები, შესაძლოა, პრეზიდენტად, პარლამენტის თავმჯდომარედ ან პრემიერადაც იყვნენ არჩეულები.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა, ცვლილებები ძალაში უახლოეს ერთ კვირაში, პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, შევა.
კომენტარები