პოლიტიკა
თარგამაძე ჰომოსექსუალთა უფლებების ლეგალიზაციის წინააღმდეგ
2012-05-22 20:07:32
ჩამოტვირთვა
ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობა ჰომოსექსუალთა უფლებების სამართლებრივი ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამოდის. როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ქდმ-ს ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ცვლილებები კონსტიტუციის 5 პუნქტში უნდა შევიდეს. მისი განცხადებით, კანონი მორალთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს.
ქრისტიან-დემოკრატები დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. საპარლამენტო უმცირესობამ ინიცირებისთვის 200 000 ხელმოწერა უნდა წარადგინოს.
ქდმ-ს ინიციატივას უარყოფითად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა თორდია ამბობს, საქართვეოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია და შესაბამისად დისკრიმინაციული მიდგომა არასამართლიანია.თორდიას თქმით, მსგავსი ცვლილებები მხარეებს შორის შუღლსა და დაპირისპირებას გამოიწვევს.
კომენტარები