1 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილის მთავრობა

ჩამოტვირთვა

ეს იმ პოლიტიკოსების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ბიძინა ივანიშვილი, მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში, სახელისუფლებო თანამდებობებზე დანიშნავს. ე.წ. „ივანიშვილის მთავრობა“ უკვე დაკომპლექტებულია, თუმცა ბატონი ბიძინა ამას არ ახმოვანებს და ჟურნალისტებს კორექტულობისკენ მოუწოდებს. კითხვა, მოიაზრება თუ არა დავითაშვილი, ბიძინას მთავრობაში, გენერალურ პროკურორად, ივანიშვილმა არც უარყო და არც დაადასტურა. ოცნებაში ჩარჩენილი ივანიშვილი, უკვე დაკომპლექტებულ მთავრობაში, კერძოდ უშიროების საბჭოში ლევან გაჩეჩილაძეს, გოგა ხაინდრავას, ლაშა ნაცვლიშვილს და კოკა გუნცაძეს მოიაზრებს. მედიისა და მასობრივი ინფორმაციის საბჭოში შალვა რამიშვილი და ელისო ჩაფიძე შევლენ. ბიძინასეულ მთავრობაში ასევე შედიან ეკა ბესელია, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელად და მანანა კობახიძე, რომელიც უზენაეს სასამართლოს ჩაუდგება სათავეში. ქართულ–რუსულად მეოცნებე ბიძინა საპატრულო პოლიციასა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გაუქმებას უპირებს, თუმცა რა მიზეზით, უცნობია. და ბოლოს, ივანიშვილის ოცნებების კულმინაცია. ამბიციური ოლიგარქის „მთავრობას“ თავად ბიძინა უხელმძღვანელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები