მსოფლიო
„ივანიშვილის აურა მისმა გარშემომყოფებმა დააბინძურეს“
2012-05-16 17:42:51
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილს აურა დაბინძურებული აქვს, რაც მის გარშემო მყოფი ადამიანებისგან მოდის. ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ინტერნეტპორტალ პრესა.ჯისთან საუბრისას განაცხადა. როგორც ცაგარეული ამბობს, ოლიგარქმა აურა აუცილებლად უნდა გაწმინდოს.
აურა ეს არის გენეტიკური ველი, რომელიც ნებისმიერი ადამიანის სხეულს გარს აკრავს. მას ჩვეულებრივი თვალი ვერ ხედავს, მაგრამ ექსტრასენსორული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები ამას კარგად ამჩნევენ. მასში შედის თორმეტი ძირითადი არხი, ანუ ე.წ მერიდიანი. ამ არხებში გადის ნათელი კოსმიური ენერგია, რომელიც ათავისუფლებს ცალკეულ ორგანოებს და ხელს უწყობს დადებითი და ნათელი ენერგიის შესვლას. ეს აუმჯობესებს ადამიანის არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ სულიერ მდგომარეობასაც.
მიხეილ ცაგარელის განმარტებით, აურის დაბინძურების ორი გზა არსებობს... პირველ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ძალიან დიდი რაოდენობით უშვებს სამყაროში უარყოფით სიტყვებს, აზრებსა და ემოციებს. ის მას უბრუნდება ბუმერანგივით. მეორე - როდესაც ირგვლივ მყოფი ადამიანები აბინძურებენ მის აურას.
როდესაც ბინძური აურის მქონე ადამიანებთან უწევს ვინმეს ყოფნა, არის საფრთხე, რომ მათი ბინძური აურა შევიდეს მის ელექტრო ველში, გაჭედოს, აავსოს უარყოფითი ენერგიით და არ დატოვოს ადგილი დადებითი ენერგიისთვის. ეს კი ადამიანს უქმნის ძალიან დიდ საფრთხეებს. აი, ეს მოხდა ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც...
ბინძური აურისგან გასათავისუფლებლად საუკეთესო საშუალება საეკლესიო კვეთებულის ლოცვაა. ეს სპეციალური ლოცვაა, რომელიც ადამიანის ბიოველს უარყოფითი ენერგიებისგან წმენდს. მიხეილ ცაგარელი ოლიგარქ ივანიშვილს სწორედ საეკლესიო კვეთებულის ლოცვას ურჩევს.
მით უფრო, როდესაც ადამიანი პოლიტიკის სფეროში შედის და გარშემო უამრავი სიბინძურეა, აუცილებელია ამ გამოლოცვის ჩატარება, რათა სუფთა აურის მეშვეობით, საკუთარი მფარველი ანგელოზი გააძლიეროს.
ცაგარელი იმასაც ამბობს, რომ აურის დაბინძურება ნებისმიერი უკონტროლო სიტყვის წარმოთქმის დროს ხდება, რასაც ივანიშვილის შემთხვევაში, მისი გარემოცვაც ემატება და ბუნებრივია, ხდება აურის დაბინძურება...
ასტროლოგის თქმით, როდესაც ადამიანი ამაღლებული სულის ადამიანებთან ურთიერთობს, მაგალითად ბერებთან, აურა იწმინდება, მაგრამ როდესაც ურთიერთობა აქვს ქურდებთან და მკვლელებთან, აბსოლუტურად, განსხვავებული აურაა.
კომენტარები