1 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილა

ჩამოტვირთვა

საკანონმდელო ორგანომ, დღეს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა. საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, 2014 წლის პირველ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, იმ ადამიანებსაც აქვთ, რომლებიც ბოლო 5 წელია საქართველოში ცხოვრობენ და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პავლე კუბლაშვილს კითხვებით მიმართეს. დებატებში მმართველი გუნდის წევრებიც ჩაერთვნენ. ცვლილებების ინიციატორმა ფრაქციის წევრმა, ლევან ვეფხვაძემ , ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით შექმნილი პოლიტიკური ვითარება, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა - „ჯიუტ თხებს“ შეადარა, სადაც ორი ჯიუტი თხა ხიდზე ერთმანეთს ეჯახება და ორივე წყალში ვარდება. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით გასულ კვირას მიიღო. თავდაპირველი ვარიანტის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბოლო 10 წელია ცხოვრობს, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებოდა. ცვლილებების ეს ვარიანტი "ქრისტიან-დემოკრატებმა" გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ პროექტის მეორე მოსმენისას ალტრანტიულ წინადადებას წარადგენდნენ, რომლის მიხედვით, 10-წლიანი ცენზი, 3 წლამდე შემცირდებოდა. დღევანდელ სხდომაზე კი ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ალტერნატივის წარმოდგენის უფლება არ არსებობს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, 2014 წლის პირველ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, იმ ადამიანებსაც აქვთ, რომლებიც ბოლო 5 წელია საქართველოში ცხოვრობენ და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები