მსოფლიო
როდის გაფორმდება რუსეთ-საქართველოს შორის ორმხრივი ხელშეკრულება
2012-05-14 18:03:03
ჩამოტვირთვა
“ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას“ ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად განიხილავს. საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც, ანტი ტურუმენი აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რუსულმა მხარემ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი წარმოადგინა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ერთობლივი დოკუმენტის შემუშავებას შეძლებენ. საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და შეთანხმების მიღწევა ორივე მხარის ვალდებულებაა.
ქართველი დეპუტატები ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას დადებითად აფასებენ. თუმცა ამბობენ, რომ ჯერ მსგავსი დოკუმენტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალშხიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ რუსეთმა ჯერ 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება შეასრულოს.
ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ თუკი დოკუმენტი მართლაც შემუშავდა, მნიშვნელოვანია რომ მასში რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად არ მოიხსენიოს. ვასილ ჭყოიძის განცხადებით, ქართული ნხარისთვის მნიშნელოვანია არამხოლოდ ის ფაქტი, რომ მსგავსი დოკუმენტი შეიქმნას, არამედ ისიც თუ რა დეტალები იქნება მასში გაწერილი.
შეგახსნეებთ რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, მხარეებს შორის 6 პუნქტიანი შეთანხმება გაფორმდა, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულება ორივე მხარისთვისაა გაწერილი. საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლისა და მოწოდებების მიუხედავად რუსეთის მხრიდან შეთანხმება ამ დრმდე არ სრულდება.
თუკი ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმნტს კრემლი მართლაც წარადგენს, მას მხარეები სავარაუდოდ ჟენევის მოლაპრააკებების 20-ე რაუნდზე ივნისის დასაწყისში განიხილავენ.
კომენტარები