1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შვილის მკვლელის პირისპირ - ნორვეგიელი ტერორისტის საქმის განხილვა გრძელდება

ჩამოტვირთვა

ეშმაკამდე გზა გქონია - შენი ადგილი ჯოჯოხეთშია - ამ სიტყვებით მიმართა ნორვეგიელ ტერორისტს ერთ-ერთი დაღუპულის ძმამ. ამის შემდეგ კი ფეხსაცმელი გაიხადა და ბრეივიკს ესროლა, რომელიც აცდა და შემთხვევით მის ადვოკატს მოხვდა. მამაკაცი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სხვა მონაწილეთა აპლოდისმენტების თანხლებით გაიყვანეს. თვითმხილველთა თქმით, ამ დროს ბრეივიკი სრულიად მშვიდად იჯდა და იღიმოდა. დღეს სასამართლო პროცესს უტოიაზე დაღუპულთა ახლობლებიც ესწრებიან, მათ შორისაა თამთა ლიპარტელიანის მამა, ავთანდილ ლიპარტელიანიც. ეს ადამიანები ძმების, შვილების, მეგობრებისა და ახლობლების მკვლელს, დღეს, პირისპირ პირველად შეხვდნენ. ოსლოში ქართველების სხდომის განხილვა დასრულებულია. სასამრთლო დარბაზი ავთანდილ ლიპარტელიანმა უკომნტაროდ დატოვა. დღეს სასამართლოში უოტოიას ტერქტის შედეგად გადარჩენილ ყველა აზალგაზრდას მოუსმენენ, მათ შორის თამთა ლიპარტელიანის მეგობარს ნათია ჩხეტიანსაც. მან სასამრთლო პროცესის დაწყებამდე, სპეციალური ფსიქოლოგიური მომზადება გაიარა. თამთა ჩხეტიანის განცხადება სასამართლოს მისმა ადვოკატმა გააცნო. თამთა ლიპარტელიანის ოჯახი და ახლობლები ანდრეს ბრეივიკისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯასა და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაყვანას ითხოვენ. სასამართლოს განაჩენს ელოდება საქართველოში თამთა ლიპარტელიანის დედაც. ბრეივიკის პროცესი ნირვეგიაში უკვე, თითქმის, ერთი თვეა მიმდინარეობს. შესაძლოა, სასამართლომ ნორვეგიელი ტერორისტი შეურაცხადად გამოაცხადოს და სასჯელი შეუმწუბუქოს, თუმცა დაღუპულთა ახლობლები მისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვენ. ნორვეგიის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 22 ივლისს მიიღებს. ნორვეგიელმა ხალხმა ანდრეს ბრევიკის მიერ გასნაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული სიმღერით გააპროტესტა. 2011 წლის 22 ივლისს, ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე, ანდერს ბრეივიკმა 77 ადამიანი მოკლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები