პოლიტიკა
ქართველების მკვლელისა და ივანიშვილის საქმიანი ურთიერთობა
2012-05-10 22:09:00
ჩამოტვირთვა
ქართველი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი, ბანკ Российский кредит-ს ყიდის. რუსული მედიის ცნობით, გარიგება, სავარაუდოდ, 2012 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შედგეს. შესყიდვის თანხა 352 მილიონ დოლარს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, მყიდველებს შორის, ბორის პასტუხოვის სახელიც ფიგურირებს. შეგახსენებთ, რომ ბორის პასტუხოვი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას ხელი მოაწერა, ხელი შეუწყო 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემას. სწორედ მის კისერზეა 1993 წლის 23 ივლისის ხელშეკრულების გაფორმებაც, რომლის თანახმად ქართულმა შენაერთებმა ბრძოლა შეწყვიტეს და ქართულ მხარეს კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა გამოაყვანინეს.
პოსტუხოვის ბრძანებით, დახვრიტეს სოხუმში მინისტრთა საბჭოს წევრები და, მათ შორის, ივანიშვილის თანაგუნდელების, ირაკლი ალასანიასა და კახა შარტავას, მამები. 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზებმა ბოლო შეტევა მიიტანეს სოხუმზე, რის შედეგაც სოხუმი დაეცა. სეპარატისტებმა ალყაში მოაქციეს მინისტრთა საბჭო, შენობიდან გამოიყვანეს ჟიული შარტავა და მინისტრთა საბჭოს 42 წევრი. ამის შემდეგ შარტავა და მისი მეგობრები გუდაუთისკენ წაიყვანეს. შევარდნაძემ პასტუხოვს დაურეკა, არძინბამ თბილისში დარეკა და განაცხადა, რომ შარტავას არ მოკლავდნენ. ბორის პასტუხოვმა ქართველი ლიდერების დახრეტის ბრძანება პირადად გასცა - არძინბას სიტყვები სიტყვებად რჩება. ერთ-ერთი ვერსიით, შარტავა გუდაუთის მისადგომებთან დახვრიტეს, მასთან ერთად მინისტრთა საბჭოს სხვა წევრებიც დახოცეს. მათ შორის იყო მამია ალასანიაც.
საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისთვის პოსტუხოვთან საქმიანი ურთიერთობა პრობლემას მაინც არ წარმოადგენს.
თუმცა გასაკვირი არაფერია, ვინაიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ივანიშვილი ჯალათებთან ამყარებს საქმიან ურთიერთობას. როგორც ცნობილია, ის აფინანსებდა გენერალ ლებედს, 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების მთავარ შემოქმედს. ადამიანს, რომლის ჯარისკაცებმაც 1989 წელს ქართველები უმოწყალოდ ამოხოცეს.
ბანკ Российский кредит-ს მყიდველებს შორის ბორის პასტუხოვთან ერთად, IT-ჯგუფის "Ланит"-ის მფლობელი გიორგი გენსი, სადაზღვევო ჯგუფის "Спасские ворота"-ის დამფუძნებელი ბორის ხაიტი და "Глобэкс"-ის ყოფილი მთავარი აქციონერი, ანატოლი მოტილევიც, არიან. "Российский кредит"-ი თავისი აქტივებით რუსეთის ფედერაციის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკების ოცეულში შედის და 1990 წლიდან მუშაობს.
კომენტარები