1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთავრობის ახალი ინიციატივა ტურიზმის სფეროში

ჩამოტვირთვა

მთავრობის ახალი ინიციატივა, საქართველოში მიწის მფლობელი ინვესტორები, სასტუმროს აშენებისას, 15 წლიანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. შეღავათით სარგებლობისთვის, ინვესტორმა ერთი მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და 10 პროცენტიანი გარანტია წარმოადგინოს. აღნიშნული ცვლილება – „თავისუფალი ტურისტული ზონის“ შესახებ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა. ცვლილებების ავტორი მთავრობაა. საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის შეფასებით, ტურიზმი მთავრობის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და უკანასკნელი წლების გამოცდილებიდან გამომდინარე საქართველოში, ამ სფეროში, ყველაზე მეტი ადამიანის დასაქმება ხდება. მისივე განმარტებით, ინვესტორები მთელი რიგი შეღავათებით ისარგებლებენ. მათ შორის, ინვესტორი 15 წლის მანძილზე მოგების, ქონებისა და მშენებლობისთვის დადგენილი მთელი რიგი გადასახადებისაგან გათავისუფლდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები