1 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საკანონმდებლო ორგანი რეგლამენტის ახალ პროექტზე იმსჯელებს

ჩამოტვირთვა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტზე იმსჯელა. რეგლამენტი რამდენიმე ცვლილებას განისაზღვრავს, მათ შორის, შემცირდება სასესიო და საკომიტეტო კვირეები. სხდომა, 11 საათის ნაცვლად 12 საათზე დაიწყება. ასევე დეპუტატები 2 საათის ნაცვლად, მხოლოდ 1 საათიანი შესვენებით ისარგებლებენ. ხათუნა გოგორიშვილმა, კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე ინიციატივაც გააჟღერა. არასასესიო კვირის განმავლობაში, დეპუტატებმა ამომრჩევლებთან შეხვედრები უნდა გამართონ, შედეგების განხილვა კი შესაბამის კომიტეტებში უნდა მოხდეს. რაც შეხება საჯარო სანქციებს, დეპუტატების მხრიდან გაცდენების შემთხვევაში, მათ ჯარიმის სახით ხელფასიდან გარკვეული რაოდენობის თანხა დაექვითებათ. აღნიშნული ცვლილებები განსახილვევლად საკანონმდებლო ორგანოს გადაეცემა. გარდა ამისა, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) გასვლით შეხვედრას ჩატარებებს ბათუმშიც, რომელშიც საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ და რეგლამენტის ახალ პროექტის დეტალებზე იმსჯელებენ. დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული პროექტი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტში ამოქმედდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები