მსოფლიო
ივანიშვილმა რეალტივის ჟურნალისტი ვერ იყიდა
2012-05-10 18:34:14
ჩამოტვირთვა
დიდძალი ფულით მედიის წარმომადგნლების მოსყიდვას ოლიგარქი ივანიშვილი კიდევ ერთხელ შეეცადა. დღეს ქართული ოცნების ლიდერმა რეალტივის ჟურნალისტს თორნიკე კოშკაძეს საკუთარ ტელევიზიაში გადასვლის სანაცვლოდ გაათმაგებული ხელფასი პირადად შესთავაზა.
ქართული ოცნების ოლიგარქმა ჟურნალისტის გადაბირება ოცნების სათაო ოფისში მაშინ სცადა, როცა ის ლიბერალ ინტერნაციონალების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. თორნიკე კოშკაძესთან მიმართებაში ეს გადაბირების მცდელობის პირველი ფაქტი არ არის. ცოტა ხნის წინ მას ქართული ოცნების ოლიგარქის ერთ ერთმა წარმომადგენელმა პარტიაში მაღალ თანამდებობაზე გადასვლაც შესთავაზა.
კომენტარები