1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დემოკრატია რუსულად – ,,ფიცი მწამს ,ბოლო მაკვირვებს“

ჩამოტვირთვა

მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის ბრძანება, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ფიცის დადების შემდეგ, რამდენიმე საათში გასცა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარბევის ბრალდებით პოლიციის განყოფილებაში მეორედ მოხვდნენ, ოპოზიციის ლიდერები, ალექსანდრე ნავალნი და სერგეი უდალცოვი. დაკავებული ლიდერები მეტროსადგურ "კიტაი გოროდთან" ღამის სახალხო სეირნობის ორგანიზების დროს აიყვანეს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის დასრულების შემდგომ, ოპოზიციურად განწყობილმა მოსახლეობამ მთელი ღამე მოსკოვის ქუჩებში გაატარა. აქციის მონაწილეთა საერთო მოთხოვნა კრემლის ერთპიროვნული მმართველობის შეცვლა იყო. პუტინის მოწინააღმდეგეები, ოპოციზიურ ლიდერებთან ერთად ტროტუარზე ისხდნენ და მღეროდნენ. მიუხედავათ იმისა, რომ აქცია მშვიდობიანი იყო, რუსულმა სპეცრაზმმა მიტინგი სასტიკად დაარბია, დაკავებულ აქტივისტთა რაოდენობამ 400-ს მიაღწია. "სიტუაცია შეიცვალა, ეს არა ხელისუფლების არამედ ჩვენი და ჩვენი მომხრეების დამსახურებაა. საზოგადოება ხედავს, რომ რეპრესიები, ხალხის დარბევისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავათ, ჩვენი განწყობა და შემართება არ იცვლება. ჩვენ ისევ გამოვალთ ქუჩაში და არსებულ რეჟიმს გავაპროტესტებთ" "ჩვენ კარვების ქალაქის აგება არ გვინდა. ჩვენ უბრალოდ მომხრეებტან ერთად ვსეირნობთ. თუ პოლიცია ძალის გამოყენებით ჩვენს დაშლას შეცდება, არ შევეწინააღმდეგებით, უბრალოდ სხვა ადგილას გაადვინაცვლებთ" მასობრივი დაკავებების ფონზე, რუსეთის დუმაში დღეს დიმიტრი მედვედევს, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე კენჭს უყრიან. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ფაქტის გაპროტესტებასაც გეგმავენ. ინაუგურაციის დასრულებისა და მილოცვების მიღების შემდეგ, პუტინმა ხელი მოაწერა მნიშვნელოვან დოკუმეტს, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციას განსაზღვრავს. პუტინის პირველსავე განკარგულებაში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი რუსეთის როლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. აღნიშნული განკარგულებით, პუტინი მოითხოვს აქტიურად შეუწყოს ხელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების, როგორც თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რუსეთის მესამედ არჩეულმა პრეზიდენტმა, საქართველოს მოქალაქეებს სამამულო ომში გამარჯვების 67-ე წლისთავიც მიულოცა. პრეზიდენტის პრესპიკერმა, პუტინის ეს ნაბიჯი ცინიკურად შეაფასა. მიუხედავათ მოსკოვში განვითარებული მოვლენებისა, პუტინმა გაპრეზიდენტება დღის ბოლოს, ჰოკეის თამაში დასრულა. "ჩვენს გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას ვუსურვებ, ჩვენის სურვილია ჰოკეისთა ახალი ტაობა იყოს უფრო დახვეწილი და სათანადოთ მომზადებული" პუტინის მკაცრი პოლიტიკა, კრიტიკის საგანი გახდა უცხოური მედიასაშუალებებისთვის. დასავლური პრესა მას საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები