პოლიტიკა
საქართველოს დღეს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ეწვევიან
2012-05-08 11:36:46
ჩამოტვირთვა
საქართველოს დღეს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ანტი ტურუმენი და ეუთო-ს თავმჯდომარის წარმომადგენელი პოდრიგ მერფი ეწვევიან..
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება იმ საკითხებზე, რომელთა განხილვაც ჟენევის მოლაპარაკებებზე იგეგმება.
ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო, რიგით მე-20 რაუნდი 8 ივნისს გაიმართება.
კომენტარები