1 7 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ოქრუაშვილის რჩევა ბიძინა ივანიშვილს

ჩამოტვირთვა

ქართული პარტიის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი კოალილცია "ქართული ოცნების" ლილდერს ბიძინა ივანიშვილს პასუხობს. ოქრუაშვილის საპასუხო ტექსტი "ქართული პარტიის" პრესამსახურმა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ეს კაცი ვერ მიხვდა, რომ სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა და რამეს იტყოდა, ხალხი უფრო მეტ პატივს სცემდა , ვიდრე ახლა. 8 თვის განმავლობაში იმდენი უაზრო რამ თქვა, რომ თითქმის ყოველდღე საკუთარი გამონათქვამების უარყოფა უწევს და ვინმე თუ ურჩევს, რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით მეტი შანსი ექნება გამარჯვების და მით უკეთესი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. რაც შეეხება მასთან თანამშრომლობას, არა მგონია მისი გარემოცვის პირობებში ეს მომხიბლავად და საინტერესოდ ჩანდეს ვინმესთვის", - ნათქვამია ოქრუაშვილის საპასუხო განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები