1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2004 წელი, 6 მაისი: „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!“

ჩამოტვირთვა

„ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!“ - ეს ისტორიული სიტყვები 2004 წლის 6 მაისს, ღამის 3 საათზე ითქვა. რევოლუციური სამზადისი კი აჭარაში ჯერ კიდევ 2003 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან დაიწყო. იყო მსვლელობები და არაერთი დემონსტრაცია. ჯერ კიდევ 2 მაისს, ასლან აბაშიძის ბრძანებით ჩოლოქისა და ქაქუთის ხეიდები ააფეთქეს და ამით აჭარა დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებული დატოვეს. იმ დროისთვის აჭარაში შექმნილ სიტუაციას ისტორიკოსები „წინარევოლუციურს“ უწოდებდნენ. ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია ბათუმელებითა და აჭარის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული ხალხით ივსებოდა. აჭარლები ასლან აბაშიძის მხარდამჭერმა სპეცრაზმელებმა ვერ შეაშინეს. მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმელები ნიღბით იმალავდნენ სახეებს და ხელში მრავალნაცადი „კალაშნიკოვები“ ეჭირათ. 2 მაისს ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქების შემდეგ მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რომლებიც ვერც გენერალ ბორისოვის სპეცრაზმმა, ვერც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის კორტეჟისთვის ცეცხლის გახსნამ ჩოლოქის ხიდთან, ვერც ჩოლოქის ხიდზე ასლან აბაშიძის ათასობით შეიარაღებულმა მომხრემ ჩაახშო: 5 მაისს ზურაბ ჟვანია იყო პირველი, რომელიც ჩოლოქზე გადავიდა და ხალხთან ერთად ბათუმისკენ გაემართა. როგორც კი ნათელი გახდა, რომ ასლან აბაშიძის მმართველობის წუთები დათვლილი იყო, მას მხარდამჭერმა სპეცრაზმელებმა ზურგი აქციეს და „აჭარის ლომი“ დაუცველი დატოვეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა შეუიარაღებელ ხალხთან დაპირისპირებაზე უარი განაცხადეს. მარტო დარჩენილ ასლან აბაშიძეს ისღა დარჩენოდა, დახმარებისათვის რუსი მფარველებისათვის მიემართა. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, იგორ ივანოვი ბათუმში ჩამოფრინდა და ასლან აბაშიძე, თავის მცირერიცხოვან რჩეულებთან ერთად, მოსკოვში წაიყვანა. აეროპორტში გამგზავრებამდე აბაშიძე უზენაესი საბჭოს წინ, მოსახლეობასთან დასამშვიდობებლად გავიდა და შეიარაღებულ მომხრეებს დაშლისა და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. ფოთის სასტუმრო „ამკორიდან“, სადაც რევოლუციის წინაპერიოდში საქართველოს ხელისუფლების საგანგებო შტაბი ფუნქციონირებდა, ზურაბ ჟვანიას კვალდაკვალ მთავრობის სხვა წევრებიც აჭარაში გადავიდნენ, მალე კი მათ კვალს მიხეილ სააკაშვილიც მიჰყვა. სწორედ 2004 წლის 6 მაისს, ღამის 3 საათზე ითქვა ისტორიული სიტყვები: „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები